ლიეტუვაში რუსული და ბელარუსული ტელეარხების ტრანსლირება ორი წლით აიკრძალა

ლიეტუვის სეიმმა, დაჩქარებული პროცედურებით, კანონში ცვლილება შეიტანა, რომელიც ქვეყანაში რუსულ და ბელარუსულ ტელე-რადიო გადაცემების მაუწყებლობას კრძალავს.

ამის შესახებ LRT წერს.

ცვლილება ითვალისწინებს იმ პროგრამების ან პროგრამების ფრაგმენტების რეტრანსლირების დროებით აკრძალვას, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად შექმნილია აგენტების მიერ, რომლებსაც მართავენ, კონტროლდება ან ფინანსდება რუსეთის ფედერაციის ან ბელარუსის მიერ.

როგორც სეიმის კულტურული კომიტეტის ხელმძღვანელმა, ვიტაუტას იუზაპაიტისმა თქვა, არსებულ ვითარებაში „ეჭვგარეშეა, რომ ლიეტუვამ უნდა დაიცვას თავისი საინფორმაციო სივრცე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები