“რუსი მამაკაცები უნდა გამოვიდნენ და თქვან, რომ არ სურთ ომი, ესტონეთი მათ არ მიიღებს” – კაია კალასი

ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ რესპუბლიკა არ მისცემს თავშესაფარს იმ რუსებს, რომლებიც გამოცხადებულ მობილიზაციას გაურბიან, ასევე, სთავაზობს მათ, სამშობლოში ანტისაომარი საქმიანობით დაკავდნენ.

ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

მისი თქმით, ესტონეთი უკრაინელ ლტოლვილებს, რომლებიც ომს გაურბიან, ხოლო რუსეთის მოქალაქეებმა საკუთარი ქვეყნის ქმედებებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.

„ასე რომ, ჩვენ მათ არანაირ თავშესაფარს არ მივცემთ. ეს არ არის მიზეზი, რომ თავშესაფარი მივცეთ რუს მამაკაცებს, რომლებიც ქვეყნიდან გარბიან. უნდა გამოვიდნენ და თქვან, რომ ამ ომის წინააღმდეგნი არიან“, – განაცხადა კალასმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები