ოკუპანტებმა ზაპოროჟიე და მისი გარეუბნები დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხუთი დაშავდა.

ამის შესახებ ტელეგრამში ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ალექსანდრე სტარუხმა დაწერა.

„ოკუპანტის სამიზნე ისევ ინფრასტრუქტურული ობიექტები გახდა. ირგვლივ საცხოვრებელი კორპუსები განადგურდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთი დაღუპულის შესახებ არის ცნობილი. მარადიული ხსოვნა და სამძიმარი ახლობლებსა და მეგობრებს. დაშავებულია ხუთი. ინფორმაცია ზუსტდება“, – წერს სტარუხი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ ზაპოროჟიესა და მის გარეუბნებზე ოკუპანტებმა 9 რაკეტა გაუშვეს.

“მნიშვნელოვანი ნგრევაა, ხალხი ნანგრევებში რჩება. ადგილზე მაშველები მუშაობენ. ჭურვი მოხვდა ასევე ტელეანძას, ზაპოროჟიეს რაიონი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები