„აზოვსტალის“ რამდენიმე მებრძოლი რუსული ტყვეობიდან გაათავისუფლეს.
უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ქალაქ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრ ანდრუშენკომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„სასიხარულო ამბავი ღამისთვის – სანამ გაცვლა მიმდინარეობს, ყველაფრის თქმა შეუძლებელია, მაგრამ მაინც, საპატრულო პოლიციის უფროსი მიხაილ ვერშინინი ტყვეობიდან გაათავისუფლეს. მარიუპოლის გმირული გარნიზონი თანდათან სახლში ბრუნდება“, – წერს ანდრუშენკო.
ამასთან, როგორც ცნობილია, ტყვეობიდან გაათავისუფლეს ეკატერინა პოლისჩუკი და სერჟანტი მიხეილ დიანოვი.
გათავისუფლებულებს შორისაა 10 უცხოელი ჯარისკაცი, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ. მათგან ხუთი ბრიტანელი, ორი ამერიკელი, ერთი ხორვატი, ერთი მაროკოელი და ერთი შვედეთის მოქალაქეა.