„პუტინი ახლა თავის სისუსტეს აჩვენებს“ – ევროკომისიის პრეზიდენტი
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის ბოლო სვლა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ რაუნდს მოითხოვს, ამის შესახებ ლაიენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
„პრეზიდენტი პუტინი ახლა თავის სისუსტეს აჩვენებს, რადგან ის, რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ის ნაკლებად მომზადებული, ნაკლებად გამოცდილი, ნაკლებად მოტივირებული პერსონალის მობილიზებას ცდილობს და მას სურს ჩაატაროს ფიქტიური რეფერენდუმები უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე. ასე რომ, ვფიქრობ, ეს კვლავ მოითხოვს სანქციებს ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ინტერვიუს შემდეგ ურსულა ფონ დერ ლაიენმა CNN-ის ჟურნალისტს მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების თაობაზე მზადყოფნა დაუდასტურა.
„ჩვენ მზად ვართ დავაკისროთ შემდგომი ეკონომიკური საფასური რუსეთს და იმ კერძო და იურიდიულ პირებს რუსეთის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, რომლებიც მხარს უჭერენ მას პოლიტიკურად თუ ეკონომიკურად. გარდა ამისა, ჩვენ შევთავაზებთ საექსპორტო კონტროლის დამატებით ზომებს სამოქალაქო ტექნოლოგიებზე, რადგან რუსეთი გადადის სრულ საომარ ეკონომიკაზე“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.