ევროკომისია რამდენიმე დღეში ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე კონსულტაციებს დაიწყებს.
აღნიშნულის შესახებ Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც მედია წერს, ევროკომისია ახალ ზომებს ამზადებს და პარასკევს ევროკავშირის ელჩებთან წინადადების ვარიანტებს განიხილავს.
დიპლომატები ელოდებიან რუსული ნავთობის ფასების შეზღუდვის გეგმის განხილვას, რომლის განხორციელებასაც ახლა დიდი შვიდეული ცდილობს.
ამასთან, პოტენციური შეზღუდვები შესაძლოა მოიცავდეს სანქცირებულ პირთა სიების გაზრდას და რუსული ბრილიანტებისა და სხვა ფუფუნების საგნების იმპორტის აკრძალვას.