რუსეთში, ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულთა რაოდენობა თითქმის 800-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ რუსული მედია იუწყება.
OVD-Info-ს ინფორმაციით, მოსკოვის დროით 20:45 საათის მონაცემებით, საპროტესტო აქციაზე 36 ქალაქში 746-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
პეტერბურგში – სულ მცირე 257 დაკავებულია, მოსკოვში – 260-ზე მეტი, ხოლო ეკატერინბურგში – მინიმუმ 40.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში დღეს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.