„აშშ არ დაუშვებს, რომ ირანმა ბირთვული იარაღი შეიძინოს“ – ბაიდენი

U.S. President Joe Biden addresses the 77th Session of the United Nations General Assembly at U.N. Headquarters in New York City, U.S., September 21, 2022. REUTERS/Shannon Stapleton

აშშ არ დაუშვებს, რომ ირანმა ბირთვული იარაღი შეიძინოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შეერთებული შტატების ლიდერი მიიჩნევს, ბოლო თვეებში, ბირთვული შეთანხმების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებებმა მნიშვნელოვან პროგრესს ვერ მიაღწია.

„მიუხედავად იმისა, რომ აშშ მზად არის ორმხრივად დაუბრუნდეს ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმას, თუ ირანი შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, აშშ მკაფიოდ აცხადებს: ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ირანმა ბირთვული იარაღი მოიპოვოს“, – განაცხადა ბაიდენმა.

პრეზიდენტმა ფართოდ მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, ხელახლა გამოხატონ ვალდებულება დიპლომატიური გზით გააძლიერონ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმი.

,,ბირთვული ომი არ შეიძლება მოიგონ და ბირთვული ომი არ უნდა მოხდეს“, – აღნიშნა აშშ-ის პირველმა პირმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები