რუსეთში, ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე 370-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ BBC-ი წერს.
გამოცემის ცნობით, 96 ადამიანი პეტერბურგში, 89 – მოსკოვში და 45 – ეკატერინბურგში დააკავეს.
მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციები ამ დრომდე გრძელდება, რაც ნიშნავს, რომ დაკავებულთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში დღეს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.