თეა ახვლედიანი: სამუშაო შეხვედრაზე შესაძლებლობა გვქონდა, დეტალურად განგვეხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და უფლებრივი კუთხით შექმნილი მძიმე ვითარება

ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად განგვეხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების ჰუმანიტარული და უფლებრივი კუთხით შექმნილი მძიმე ვითარება, საქართველოს სამშვიდობო პროცესში ჩართულობის და შერიგების მიმართულებით ევროკავშირის შემდგომი როლის გააქტიურების კონკრეტული გზები, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, რომელიც პარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-11 სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

მან ევროპელ კოლეგებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ მტკიცედ დაადასტურეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა, ისევე – როგორც ჩვენი სახელმწიფოს კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის მიმართ“, – განაცხადა ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები