აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსიმ ერევანში ვიზიტის დროს აზერბაიჯანის მიერ სომხეთის წინააღმდეგ მიტანილი იერიში დაგმო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხეთის „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
„სომხეთს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და კონგრესის სახელით ჩვენ მკვეთრად ვგმობთ აზერბაიჯანის მიერ სომხეთზე მიტანილ სასიკვდილო იერიშს, სომხეთის ტერიტორიაზე თავდასხმას“, – განაცხადა პელოსიმ სომხეთის ნაციონალური კრემის სპიკერთან, ალენ სიმონიანთან შეხვედრის შემდეგ.
პელოსიმ აღნიშნა, რომ აშშ როგორც „ეითოს“ მინსკის ჯგუფის თანაწარმომადგენელმა მკაფიოდ და დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ კომფლიქტის გადაწყვეტა ომის საშუალებით ვერ მოხდება.
„ჩვენ ვცდილობთ მთიან ყარაბაღში კონფლიქტის მშვიდობიან და ხანგრძლივ რეგულირებას მოლაპარაკებების ხერხით მივაღწიოთ“, – განაცხადა პელოსიმ.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გაასაჯაროვა რეზოლუცია, რომელიც გმობს აზერბაიჯანის ქმედებებს და მხარს უჭერს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას.
კომენტარები
კომენტარი