პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად

Russian President Vladimir Putin meets with India's Prime Minister Narendra Modi on the sidelines of the Shanghai Cooperation Organisation (SCO) leaders' summit in Samarkand on September 16, 2022. (Photo by Alexandr Demyanchuk / SPUTNIK / AFP) (Photo by ALEXANDR DEMYANCHUK/SPUTNIK/AFP via Getty Images)

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის განუცხადა, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად.

ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს უზბეკეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.

პუტინმა კონფლიქტის გაგრძელებაში უკრაინა დაადანაშაულა.

„მე ვიცი თქვენი პოზიცია უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით, თქვენი შეშფოთება, რომელსაც მუდმივად გამოხატავთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. სამწუხაროდ, უკრაინის ხელმძღვანელობამ უარი თქვა მოლაპარაკების პროცესზე და განაცხადა, რომ მას სურს მიზნებს სამხედრო გზით მიაღწიოს“, – განაცხადა პუტინმა ინდოეთის პრემიერთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები