ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის მხარდაჭერას მაღალი ფასი აქვს, მაგრამ თავისუფლება ფასდაუდებელია

უკრაინის მხარდაჭერას მაღალი ფასი აქვს, მაგრამ თავისუფლება „ფასდაუდებელია“, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

როგორც მან კიევში ვიზიტისას აღნიშნა, ევროკავშირი ურყევი იქნება უკრაინის მხარდაჭერაში.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები საბოლოოდ ღრმა და თვალსაჩინო გავლენას ახდენს.

„მათ გარკვეული დრო სჭირდებოდა, რათა გავლენა მოეხდინა და ეს ახლა ჩანს“, – განაცხადა ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელმა.

კითხვაზე, თუ რა გავლენას მოახდენს ევროპის ენერგეტიკული კრიზისი უკრაინის მხარდაჭერაზე, ფონ დერ ლაიენმა უპასუხა, რომ უკრაინის გვერდით დგომა „ძვირია, თუმცა ჩვენი თავისუფლება, საერთაშორისო წესრიგი და დემოკრატია ფასდაუდებელია“.

„უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, აუცილებელია, რომ უკრაინამ მიიღოს სამხედრო შესაძლებლობები, რაც მას თავის დასაცავად სჭირდება“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები