რომის პაპი: უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მორალურად მისაღებია

რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებით, მორალურად ლეგიტიმურია, რომ რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად ქვეყნებმა უკრაინას იარაღი მიაწოდონ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პონტიფიკოსმა კომენტარი ყაზახეთში სამდღიანი ვიზიტის შემდეგ გააკეთა და უკრაინას მოუწოდა, ღია იყოს შესაძლო დიალოგისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება რთული იყოს უკრაინული მხარისთვის.

„ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება იყოს მორალური, მორალურად მისაღები, თუ ეს მორალის პირობებში მიიღება. თავდაცვა არა მხოლოდ კანონიერი, არამედ სამშობლოსადმი სიყვარულის გამოხატულებაა. ვინც რაღაცას არ იცავს, ის არ უყვარს. ისინი,ვინც იცავენ რაღაცას, ის უყვართ“, – განაცხადა რომის პაპმა.

მანვე დასძინა, რომ „ყოველთვის რთულია დიალოგის გაგება ქვეყნებთან, რომლებმაც ომი დაიწყეს. რთულია, მაგრამ არ უნდა გამოირიცხოს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები