აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი მიმდინარე კვირაში სომხეთში ვიზიტს და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას გეგმავს.
ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, იგეგმება შეხვედრები სომხეთის მთავრობის სხვა წარმომადგენლებთანაც.
როგორც „პოლიტიკო“ იუწყება, ვაშინგტონში საუბრობენ, რომ პელოსის სურს, განამტკიცოს თავისი მემკვიდრეობა, როგორც ადამიანის უფლებების დამცველისა, არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ მის გარშემოც.