რუმინეთში უკრაინული მარცვლეულით დატვირთული სატვირთო მატარებლის ორი ვაგონი რელსებიდან გადავიდა და ამობრუნდა.
ამის შესახებ ქვეყნის სატვირთო სარკინიგზო გადაზიდვების ეროვნული ოპერატორის შეტყობინებაშია ნათქვამი.
30 ვაგონისგან შემდგარი მატარებელი კონსტანტას პორტისკენ მიემართებოდა. შემთხვევა მურეშის ცენტრალურ რაიონში მოხდა.
ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მატარებლის მოძრაობა რამდენიმე საათით შეჩერდა.
მომხდარის მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.