Bloomberg: რუსეთმა ასობით მილიარდი დოლარის პირდაპირი ზარალი განიცადა

დასავლეთის სანქციების გამო, რუსეთის ფინანსურმა სექტორმა ასობით მილიარდი დოლარის პირდაპირი ზარალი განიცადა.

ამის შესახებ Bloomberg-ი რუსეთის ფინანსთა სამინისტროს შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით იტყობინება.

სააგენტოს ცნობით, ანგარიში 29 აგვისტოს რუსეთის მაღალჩინოსნების შეხვედრისთვის მომზადდა. დოკუმენტის შინაარსს ადასტურებენ შეხვედრის შესახებ ინფორმირებული წყაროები

დოკუმენტის მიხედვით, სამინისტრომ პირდაპირ ზარალში შეიტანა: 40%-ით საფონდო ბირჟის კაპიტალიზაციის შემცირება; 10%-ით საბანკო კაპიტალის შემცირება; ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი დოლარის გაყინული სავალუტო რეზერვები; 4,6 ტრილიონი რუბლის გაყინული ევროობლიგაციები; 563 მილიარდი რუბლის გაყინული საცალო აქტივები.

ანგარიშში არ არის მოცემული სანქციების გავლენის საერთო შეფასება.

რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ კომენტარისგან თავი შეიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები