შალვა პაპუაშვილი ISFED-ზე: ჩვენ არ გვინდა საქმე გვქონდეს ფარსთან, როდესაც მაგიდასთან ზის ორგანიზაცია, რომელიც ამბობს, რომ არის არასამთავრობო და სინამდვილეში მის უკან პოლიტიკური პარტია დგას

ჩვენ და პირადად მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ვერ დავუშვებთ რადიკალური დღის წესრიგის წახალისებას. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სამართლიანი არჩევნების (ISFED) სამუშაო ჯგუფიდან გამოთიშვაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციას არ აქვს ლეგიტიმაცია მთავრობის გადადგომა მოითხოვოს, რაც არის პირდაპირი პრეტენზია არაფორმალურ მმართველობაზე.

„ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ორგანიზაციას აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი და აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაზე, ის არის ფაქტობრივი პოლიტიკური პარტია. ამ კუთხითაც შეიძლება იყვნენ სამუშაო ჯგუფში, მაგრამ თქვან, რომ არიან პოლიტიკური პარტიები. პრობლემა იმაში კი არ არის, არის თუ არა რომელიმე ორგანიზაცია თუ ადამიანი სამუშაო ჯგუფში. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ არ გვინდა საქმე გვქონდეს ფარსთან, როდესაც მაგიდასთან ზის ორგანიზაცია, რომელიც ამბობს, რომ არის არასამთავრობო ორგანიზაცია და სინამდვილეში მის უკან პოლიტიკური პარტია დგას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები