შალვა პაპუაშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2022 წელს საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა.

შესაბამისი დოკუმენტი „2022 წელს საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის კანდიდატურების წარდგენის წესის“ დამტკიცების შესახებ პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2283 მუხლის შესაბამისად:

  1. დამტკიცდეს „2022 წელს საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის კანდიდატურების წარდგენის წესი“.
  2. ბრძანება საჯაროდ გამოცხადდეს 2022 წლის 14 სექტემბერს და ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადების დღიდან.
  3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საჯაროდ გამოცხადების დღიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში“, – აღნიშნულია ბრძანებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები