ადგილობრივი დროით 20:00 საათიდან სროლა პრაქტიკულად ყველა მიმართულებით შეწყდა, ხოლო მნიშვნელოვანი ინციდენტები არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, არამ ტოროსიანმა განაცხადა.
„ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზოგიერთი სომხური დასახლება აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოექცა, სიცრუეა. ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ მსგავსი ამბების გავრცელებისგან და იხელმძღვანელოთ ექსკლუზიურად ოფიციალური განცხადებებით“, – აცხადებს ტოროსიანი.