თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ესკალაციის მცდარ გზას გადაუხვიოს და მიზნად სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარება დაისახოს.
თურქეთის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ სომხური მხარე თავის დროსა და ენერგიას რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაზე დახარჯავს.
მისი თქმით, ერევანი არ ასრულებს ხელმოწერილი ხელშეკრულებების პირობებს და აგრესიულ პოზიციას ავლენს.
„სომხეთი არ ასრულებს შეთანხმებებს. ერევანმა უნდა გადაუხვიოს ამ მცდარ გზას! სამხრეთ კავკასიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვაცხადებ მთელი მსოფლიოსთვის: თურქეთი მხარს უჭერდა და მხარს დაუჭერს აზერბაიჯანელ ძმებს!“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.