Variety: “ნეტფლიქსი” ნონა გაფრინდაშვილს დავის მოგვარებაზე დათანხმდა
უცხოური მედიის – Variety-ის ინფორმაციით, “ნეტფლიქსი“ ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიერ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით შეთანხმებას დასთანხმდა. მედიის ცნობით, გაფრინდაშვილმა და „ნეტფლიქსმა“ შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების პირობები არ გასაჯაროებულა.
ცნობისთვის, ნონა გაფრინდაშვილი ამერიკულ კომპანია Netflix-სგან კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვდა. სარჩელში ნათქვამია, რომ სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ ნონა გაფრინდაშვილის შესახებ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს, მას არასდროს უთამაშია კაც მოჭადრაკესთან, სინამდვილეში – იმ დროისთვის გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები 50-ზე მეტ კაც მოჭადრაკესთან.
სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ Netflix-მა დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ მოიხსენია იმის მიუხედავად, რომ საქართველო დღემდე ებრძვის რუსეთის აგრესიას.