წულუკიანი: სამწუხაროა, რომ საქართველოს კვლავ ჰყავს ლუზერების კრებული, რომელმაც დაირქვა “ოპოზიცია”

აღარ მეგონა, თუ ოპოზიცია ისევ რიგგარეშე არჩევნებს ითხოვდა…სამწუხაროა, რომ საქართველოს კვლავ ჰყავს ლუზერების კრებული, რომელმაც დაირქვა “ოპოზიცია”, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.

„ოპოზიცია თუ ისევ რიგგარეშე არჩევნებს ითხოვდა, აღარ მეგონა. არ ვიცოდი, როგორც ჩანს, გამომრჩა. რასაკვირველია, სამწუხაროა, რომ საქართველოს კვლავ ჰყავს ლუზერების კრებული, რომელმაც დაირქვა, რომ არის “ოპოზიცია“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, მელიამ გუშინ განაცხადა, რომ მთავარი მიზანი ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა და რომ პარტიის ყველა ქმედება ამ მიზნის განხორციელებისკენ იქნება მიმართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები