სალომე ზურაბიშვილი ლიზ ტრასს გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიზ ტრასს გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
“ვულოცავ ლიზ ტრასს – გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერმინისტრს. ამ გადამწყვეტ მომენტში სასიხარულოა კიდევ ერთი ქალი ლიდერის ხილვა, რომელიც ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისა და უფრო ძლიერი ტრანსატლანტიკური პარტნიორობისათვის იმუშავებს. ველი ერთად მუშაობას საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების გასაძლიერებლად”, – წერს ზურაბიშვილი “ტვიტერზე”.
ცნობისთვის, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერი და, შესაბამისად, ქვეყნის პრემიერმინისტრი 47 წლის ელიზაბეტ ტრასი გახდა. ლიზ ტრასი უფლებამოსილების შესრულებას ხვალიდან, 6 სექტემბრიდან შეუდგება.