დიდ დიღომში აფეთქებისას დაშავებული ქალი რეანიმაციაში იმყოფება

დიდ დიღომში, “ბენდუქიძის დასახლებაში” მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 30 წლამდე ქალი ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

მედიკოსების თქმით, დაშავებულის მდგომარეობა საყურადღებოა.

შეგახსენებთ, დიდ დიღომში აფეთქება დღეს, გამთენიისას მოხდა. სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა იყო.
დაშავებულები ნიგერიის მოქალაქეები, ქალი და ბავშვი არიან. მომხდარის შედეგად ასევე დაშავდა მამაკაცი, რომელიც, მეზობლების ინფორმაციით, აფეთქების დროს გვერდზე სახლში იმყოფებოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები