მიქანაძე – ომბუდსმენის შერჩევაზე: საზოგადოებას სექტემბრამდე წარვუდგენთ იმ გეგმას, რომლითაც შერჩევის პრინციპი უნდა განვითარდეს

ყველა აქტორთან გვექნება მოლაპარაკებები, კომუნიკაცია, ყველა პოზიციას მოვისმენთ და ვეცდებით, ეს პოზიციები შევაჯეროთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით განაცხადა.

„საზოგადოებას სექტემბრამდე წარვუდგენთ იმ გეგმას, რომლითაც შერჩევის პრინციპი უნდა განვითარდეს. ამიტომ, ყველას ჩართულობა მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც დესტრუქციაზეა ორიენტირებული კონკრეტული ჯგუფი, საზოგადოებისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მათი მხრიდან ამ პროცესში მონაწილეობაზე უარი უკვე მერამდენედ ფიქსირდება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ევროპულ რეკომენდაციებზე მუშაობა პარლამენტში გრძელდება. მმართველი გუნდი დღეს მესამე სექტორს შეხვდება. მსჯელობა ევროკომისიის რეკომენდაციების მეთორმეტე პუნქტზე გაიმართება, რომელიც სახალხო დამცველის არჩევას ეხება. რეკომენდაციის მიხედვით, სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა მიენიჭოს და პროცესი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები