მამუკა მდინარაძე: წალენჯიხის “ნაცმა” მერმა სია დაიდო, ამოარჩია – „ქართული ოცნების“ მომხრე ვინ იყო და სამსახურიდან გაათავისუფლა

“წალენჯიხის “ნაცმა” მერმა სია დაიდო, ამოარჩია – „ქართული ოცნების“ მომხრე ვინ იყო და სამსახურიდან გაათავისუფლა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„წალენჯიხა არის მოდელი, როგორ მოიქცევიან ან წარსულში იქცეოდნენ “ნაცები”. ერთი ნიშანი, რაც დღეს წალენჯიხაში ხდება, ეს არის არაფრის გაკეთება, გარდა –  პოპულისტური ნაბიჯებისა და მეორე – პოლიტიკური ნიშნით დაჩაგვრა და სამსახურებიდან ადამიანების გათავისუფლება. წალენჯიხის “ნაცმა” მერმა სია დაიდო, ამოარჩია – „ქართული ოცნების“ მომხრე ვინ იყო და სამსახურებიდან გაათავისუფლა. კვალიფიკაციას, გამოცდილებას ყველაფერს ხაზი გადაუსვა და პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები