ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, პაპანწყვილის ტბაში 45 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში შევიდა, რა დროსაც სავარაუდოდ, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა.
მაშველებმა ცხედარი მალევე იპოვეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.