ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია (ფოტო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილ ხანძარს მეშვიდე დღეა ებრძვიან.

ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია და გრძელდება სექტორების მონიტორინგი.

ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია ყველა ტიპის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი და თურქეთის რესპუბლიკის 3 სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი.

ბორჯომის ხეობაში პრევენციის მიზნით ადგილზე კვლავ რჩებიან და აგრძელებენ სამუშაოებს, როგორც სახანძრო და სასაზღვრო ავიაცია, ასევე, მეხანძრე-მაშველები და სხვადასხვა სამინისტროს თანამშრომლები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები