კახა კალაძე: საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო და ეს დადასტურებულია კონსტიტუციით
თბილისის მერი, კახა კალაძე მოქალაქეებს საქართველოს კონსტიტუციის დღეს ულოცავს.
“გილოცავთ საქართველოს კონსტიტუციის დღეს!
27 წლის წინ საქართველომ კონსტიტუცია მიიღო, რითაც საფუძველი ჩაეყარა ყველა იმ ღირებულების დაცვასა და განმტკიცებას, რაც არის ჩვენი მთავარი ფასეულობები და მონაპოვარი; რაც არის დემოკრატიული, ევროპული საქართველოს გარანტი.
საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო და ეს დადასტურებულია კონსტიტუციით.
ამ დღეს ასევე ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს. გისურვებთ ქვეყნის გამთლიანებას!”, – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.