სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
“ვულოცავ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! უკრაინელმა ერმა მსოფლიოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ღირსეული ბრძოლის მაგალითი აჩვენა. საქართველო და უკრაინა ახლობელი და მოძმე ერები არიან, ერთმანეთის მსგავსი ბრძოლებით. ჩვენ ვიცით დამოუკიდებლობის ფასი და ყოველთვის ერთად ვიქნებით! დიდება უკრაინას!”,- წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.