“იაპონელთა ნაწილი სოჭის ოლიმპიადაში მათი სპორტსმენების მონაწილეობით აღშფოთებულია“

  რეჟისორი რობერტ სტურუა სოჭის ოლიმპიადაში იაპონელი სპორტსმენების მონაწილეობასთან დაკავშირებით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს. როგორც რეჟისორი სოციალურ ქსელში წერს, იაპონიის ეროვნული პარტია, ისიხირა სინძის ხელმძღვანელობით მათი ქვეყნის სპორტსმენების სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობით აღშფოთებულია. რობერტ სტურუას განმარტებით, იაპონელები ამის მიზეზად იმ კუნძულებს ასახელებს, რომელთაც “რუსეთი უკვე 68 წელია უკან არ უბრუნებს“
“გუშინ წავაწყდი იაპონელების აღშფოთებას სოჭის ოლიმპიადაზე სპორტსმენების წასვლასთან დაკავშირებით. დიდი ნაწილი, ეროვნული პარტია, ისიხირა სინძის ხელმძღვანელობით იძახის, იმ ქვეყანაში, რომელიც ჩვენ კუთვნილ კუნძულებს 68 წელია არა და არ გვიბრუნებსო, იმ ოლიმპიადაზე არც ერთმა იაპონელმა ფეხიც არ უნდა დადგასო! მეორე ჯგუფი, პირიქით – უნდა წავიდეთო: საბერძნეთში ოლიმპიადის დროს ომიც კი წყდებოდაო. მესამე ჯგუფი გაიძახის, თუ დიპლომატია დავივიწყეთ, არაფერსაც არ დაგვუბრუნებენო, ომს ხომ ვერ დავუწყებთ ასეთ ურჩხულსო, რაც გვაქვს იმასაც წაიღებენო, უფრო გონივრულად მოვიმოქმედოთო. და ბოლოს გულმოკლული სპორტსმენები მაინც აპირებენ წასვლას – ფაშისტურ გერმანიას ხომ ეწვია მთელი სამყარო, ვითომ არაფერიო! და ბოლოს იაპონიის დელეგაცია მაინც დაესწრო სოჭის ოლიმპიადას“, – წერს რობერტ სტურუა ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები