“მელიტოპოლის მოსახლეობის წინააღმდეგ რეპრესიებია დაწყებული, რომლებიც ბავშვებზეც ვრცელდება” – ქალაქის მერი
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში რეპრესიები დაიწყეს.
ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ოკუპანტები საგუშაგოებზე იურიდიული პირების მანქანების კონფისკაცია დაიწყეს და ამას ნაციონალიზაციით ხსნიან.
“ადამიანების გატაცებები გრძელდება, ბოლო ერთ კვირაში, ტყვედ 10 პირი აიყვანეს. ხალხს ბიზნესებს ართმევენ, და ამას, ერთგვარ ნაციონალიზაციად აცხადებენ”,- თქვა ფედოროვმა.
მან აღნიშნა, რომ რეპრესიები ბავშვებზეც მოქმედებს.
“მტერმა გააერთიანა ჩვენი ყველა პროფესიული სასწავლებელი და გამოაცხადა, რომ ოთხიდან მხოლოდ ერთი დაწესებულება იარსებებს. და იმ მოზარდებს, რომლებსაც არ სურთ ამ სასწავლებელში მისვლა, ოკუპანტები იმუქრებიან, რომ საოკუპაციო ძალების რიგებში გაიწვევენ”,- ამბობს მელიტოპოლის მერი.