ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას მერის პირველი მოადგილე დავით გოგლიძე, მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი და მერის თანაშემწეები ესწრებოდნენ. თათბირზე სოფლებში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და იმ საჭიროებებზე იმსჯელეს, რომლებიც შესაბამისი სამსახურების ჩართულობას მოითხოვს. დეტალურად განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და ის სოციალური თუ ჯანდაცვის პროგრამები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხორციელდება. ასევე ისაუბრეს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე პროექტებზე, რომლის შესაბამისად თემებში აქტიური სამუშაო პროცესია დაწყებული.

მერმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის პრიორიტეტად რჩება საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალსადენი სისტემების მოწესრიგება, თუმცა მნიშვნელოვანი სამუშაოების მიუხედავად ეს მიმართულებები კვლავ მთავარი გამოწვევაა.

,,ზაფხულის სეზონზე, დამსვენებელთა მრავალრიცხოვანი რაოდენობის შესაბამისად, მოსახლეობის საჭიროებები მკვეთრად იზრდება, რისთვისაც თითოეული ჩვენგანი მზად უნდა ვიყოთ. მოსახლეობის მიმართვებზე მოვახდინოთ მაქსიმალურად სწრაფი რეაგირება. გთხოვთ, ყურადღება გაამახვილოთ თითოეული ოჯახის პრობლემაზე და ერთად ვიზრუნოთ მათ მოგვარებაზე. აუცილებელია ჩაერთოთ პროექტების განხორციელების პროცესში, რათა არ მოხდეს მნიშვნელოვანი ხარვეზების გამოვლენა. პროექტებზე დახარჯული თანხა სოფლების პირველი რიგის საჭიროებებს ხმარდება, რაც ხელს შეუწყობს თემებში არსებული პრობლემების აღმოფხვრას”, – მიმართა ზვიად მხეიძემ მერის წარმომადგენლებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები