ოკუპანტებმა კრასნოგრადი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი კრასნოგრადი დაბომბეს, რის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ხარკოვის რეგიონში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველო იტყობინება.

“ქალაქ კრასნოგრადში დაინგრა 3 საცხოვრებელი კორპუსი და დაზიანდა 12 შენობა. წინასწარი მონაცემებით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი. გადაარჩინა 3 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვის გადარჩენა მოხერხდა. ხანძარი არ ყოფილა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საოკუპაციო ძალებმა დღეს, ხარკოვზე, სულ მცირე 5 სარაკეტო იერიში მიიტანეს. ერთ-ერთი ჭურვი საერთო საცხოვრებელს მოხვდა, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა.

17 აგვისტოს ოკუპანტებმა ასევე ხარკოვში საერთო საცხოვრებელი დაბომბეს, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები