იენს სტოლტენბერგი: რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება ბირთვული ინციდენტის რისკს ზრდის

რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ ობიექტების უსაფრთხოებას და ბირთვული ინციდენტის რისკს ზრდის, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სერბეთის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ობიექტზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტირების დაშვება და რუსული ძალების გაყვანის უზრუნველყოფა.

„მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ერთიანად გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთის არაპროვოცირებულ აგრესიას და ჩვენ ყველამ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რათა დავარწმუნოთ რუსეთი დაასრულოს ეს ომი.

რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ ობიექტების უსაფრთხოებას და ბირთვული ინციდენტის რისკს ზრდის. ეს საფრთხეს უქმნის უკრაინისა და მეზობელი ქვეყნების მოსახლეობასა და საერთაშორისო თანამეგობრობას. სასწრაფოდ უნდა დაუშვან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექცია და უზრუნველყონ რუსული ძალების გაყვანა“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები