ნოვა კახოვკაში უკრაინელმა სამხედროებმა რუსების ბაზა გაანადგურეს – დაღუპულია 12 რუსი სამხედრო, 10 დაჭრილია
უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში, ნოვა კახოვკაში რუსეთის საოკუპაციო ჯარების სამხედრო ბაზა დაბომბეს
უკრანული მედიის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს რამდენიმე დანგრეული შენობა, ასევე სამხედრო ტექნიკის რამდენიმე ერთეული.
თავად რუსების მონაცემით, HIMARS-ებით მიყენებული დარტყმის შედეგად, 12 სამხედროა ლიკვიდირებული, ხოლო 10 დაშავდა.