“ყირიმის ხიდი ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეა” – პოდოლიაკი

უკრაინა ყირიმის ხიდს, რომელიც ნახევარკუნძულს რუსეთთან აკავშირებს, ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ განიხილავს, – განაცხადა The Guardian-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა.

მისი თქმით, უკრაინა აწარმოებს კონტრშეტევას, რომელიც „რუსულ ძალებში ქაოსის“ დანერგვას ისახავს მიზნად.

“ჩვენი სტრატეგიაა ლოჯისტიკის, მიწოდების ხაზების, საბრძოლო მასალების საწყობების და სხვა სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება. ეს მათ ძალებში ქაოსს ქმნის”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, მომდევნო რამდენიმე თვეში, ანექსირებულ ყირიმში მოსალოდნელია ახალი თავდასხმები, როგორიც იყო სარკინიგზო კვანძზე და ყირიმში საჰაერო ბაზაზე, ასევე “საკის” აეროდრომზე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებზე თავდასხმა.

The Guardian-ის ცნობით, პოდოლიაკმა მიანიშნა, რომ უკრაინა ყირიმის ხიდს “ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ” მიიჩნევს.

“ის არის უკანონო მშენებლობა და ყირიმში რუსული არმიის მთავარი მიწოდების კარიბჭე. ასეთი ობიექტები უნდა განადგურდეს”, – თქვა პოდოლიაკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები