ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან დაბომბეს.

იერიშის შედეგად ქალაქ ორეხოვოში ქალი დაიღუპა, 6 მოქალაქე დაშავდა.

ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ალექსანდრე სტარუხმა ტელეგრამის არხზე დაწერა.

მისი თქმით, დაშავებულთა შორის ენერგოკომპანიის 3 თანამშრომელია​, რომლებიც ქსელებს აღადგენდნენ.

ასევე, მისი თქმით, მტრის თავდასხმის შედეგად, განადგურდა ათობით კერძო სახლი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი.

გაჩენილი ხანძრები ლიკვიდირებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები