პუტინი მოწოდებით გამოდის, აღდგეს საერთაშორისო სამართლის პატივისცემა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აუცილებელია საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების პატივისცემის აღდგენა, ასევე ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციების გაძლიერება, როგორიც არის გაერო.

ამის შესახებ კრემლის ლიდერმა მოსკოვის საერთაშორისო უსაფრთხოების X კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.

„უნდა აღვადგინოთ საერთაშორისო სამართლის, მისი ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების პატივისცემა. და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყნის მიერ აღიარებული ისეთი უნივერსალური სტრუქტურების პოზიციების გაძლიერება, როგორიც არის გაერო და სხვა საერთაშორისო დიალოგის პლატფორმები. გაეროს უშიშროების საბჭო და გენერალური ასამბლეა, როგორც ეს თავიდანვე იყო ჩაფიქრებული, უნდა იყოს ეფექტური იარაღი საერთაშორისო დაძაბულობის შესამცირებლად და კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად და ხელი შეუწყოს ქვეყნებისა და ხალხების საიმედო უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები