“ერთი საათია აფეთქებების ხმა ისმის” – ანექსირებულ ყირიმში რუსულ სამხედრო ნაწილში ხანძარია

დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოის რაიონის სოფელ აზოვსკოეში რუსეთის სამხედრო ნაწილში ხანძარია.

ამის შესახებ ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე, რეფატ ჩუბაროვმა Facebook-ზე დაწერა.

“დროებით ოკუპირებული ყირიმიდან გვატყობინებენ, რომ წარმატებული დარტყმა განხორციელდა ორკების სამხედრო ნაწილზე ჯანკოის რაიონის სოფელ აზოვსკოეში. ერთი საათია აფეთქებების ხმა ისმის”,- დაწერა მან.

ჩუბაროვმა დასძინა, რომ დაიბომბა საბრძოლო მასალების საწყობი, “აფეთქებების ხმები ძალიან შორიდანაც ისმის”.

მანამდე გახდა ცნობილი, რომ დღეს, გამთენიისას ყირიმში აფეთქებები მოხდა. ერთ-ერთ რაიონში შავი კვამლი მოჩანდა. თვითმხილველების თქმით, აფეთქება მოხდა ჯანკოის რაიონში ელექტრო ქვესადგურში.

ამასთან, სახალხო დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ აფეთქებულია ოკუპანტების საბრძოლო მასალების საწყობი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები