ერევანში სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვი და ორსული ქალია

ერევანში, სავაჭრო ცენტრ “სურმალუში” აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას საგანგებო სიტუაციების სამსახურს სპიკერმა, აიკ კოსტანიანმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებიდან ბავშვის და ფეხმძიმე ქალის ცხედრები ამოიყვანეს.

ამასთან, მომხდარის შედეგად დაკარგულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა.

სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სავაჭრო ცენტრ “სურმალუში” აფეთქება 14 აგვისტოს მოხდა.

მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ აფეთქება პიროტექნიკის მაღაზიაში მომხდარიყო.

ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, რომელიც გულისხმობს: “აალებადი ნივთიერების შენახვის წესების დარღვევას, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია“ და „სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები