ზელენსკიმ ყირიმის დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის საკითხზე საკონსულტაციო საბჭო შექმნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და სევასტოპოლის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის საკითხზე საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

„საბჭოს შექმნის მიზანი დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის საკითხზე ღონისძიებების გამართვა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, შედეგების დაძლევა და ზიანის ანაზღაურებაა, რომელიც უკრაინის სახელმწიფომ, მისმა მოქალაქეებმა და იურიდიულმა პირებმა, რუსეთის ოკუპაციისა და შეიარაღებული აგრესიის შედეგად მიიღეს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

განკარგულების თანახმად, ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა მრჩეველთა საბჭოს პერსონალურ შემადგენლობასთან დაკავშირებით წინადადებები ერთი თვის ვადაში უნდა წარადგინოს.

დადგენილება ძალაში დღეიდან შევიდა და საკონსულტაციო საბჭოს ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები