ზელენსკი რუსეთის სამხედროებს მოუწოდებს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დატოვონ

ყველა რუსული ძალა დაუყოვნებლივ უნდა გავიდეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისა და მიმდებარე ტერიტორიიდან, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი დარტყმა, შესაძლოა, მრავალი ქვეყნისთვის რადიაციული ინციდენტი იყოს.

„ნებისმიერი რადიაციული ინციდენტი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, შესაძლოა, დარტყმა იყოს მრავალი ქვეყნისთვის. ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ ქარის მიმართულებასა და სიძლიერეზე. აუცილებელია, დისკუსიებიდან და მოწოდებებიდან რუსეთის, „როსატომის“ და ტერორისტული სახელმწიფოს მთელი ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ ახალი, მკაცრი სანქციების დაწესებაზე გადავიდეთ. ყველა რუსული ძალა დაუყოვნებლივ უნდა გავიდეს სადგურისა და მიმდებარე ტერიტორიიდან, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.

მსოფლიო ათწლეულების განმავლობაში იბრძოდა ყველა ბირთვული მოქმედებისა და რადიაციული უსაფრთხოების სათანადო კონტროლისთვის. და თუ მსოფლიოს ახლა აკლია ძალა და მონდომება ერთი ატომური სადგურის დასაცავად, მაშინ მსოფლიო წაგებული იქნება. ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ეს დანაკარგები თავიდან აიცილოთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები