გაერო: თუ რუსეთი და უკრაინა შეთანხმდებიან, შეგვიძლია ხელი შევუწყოთ IAEA-ს ვიზიტს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე

თუ რუსეთი და უკრაინა შეთანხმდებიან, გაეროს აქვს ლოგისტიკა და უსაფრთხოების შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორების ვიზიტს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, – ამის შესახებ გაეროს სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.

ამასთან, დუჟარიკმა უარყო რუსეთის ბრალდებები იმის შესახებ, რომ გაერომ დაბლოკა ან გააუქმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ვიზიტი სამხრეთ უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.

„გაეროს სამდივნოს არ აქვს უფლებამოსილება დაბლოკოს ან გააუქმოს IAEA-ს ნებისმიერი საქმიანობა“, – განუცხადა დუჟარიკმა ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები