ფინეთი ჩერნიგოვოს რეგიონის აღდგენაში ჩაერთვება

ფინეთი ჩერნიგოვოს რეგიონში საომარი მოქმედებების დროს განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში მონაწილეობას გეგმავს.

ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე, კირილ ტიმოშენკომ Telegram არხზე დაწერა.

ფინეთის პრეზიდენტის აპარატის ინფორმაციით, ამჟამად ჩერნიგოვის რეგიონს სჭირდება 4479-ზე მეტი საცხოვრებელი ობიექტის სწრაფი აღდგენა – 1029 მაღალსართულიანი კორპუსის და 3231 კერძო სახლის.

„ფინეთი გულწრფელად ცდილობს დაეხმაროს ჩერნიგოვის რეგიონს, ამაზე მუშაობს როგორც მთავრობა, ასევე კერძო კომპანიები. მზად ვართ პარტნიორებს რესტავრაციასთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ. პირველ რიგში ეს არის საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, საავადმყოფოები და კომუნალური ქსელები“, – წერს ტიმოშენკო.

ცნობისთვის, მომდევნო კვირას, ფინეთის მთავრობა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვის საკითხის განხილვას დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები