“Meduza”: 2021 წელს რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში 1,2 მილიონი ბიულეტენი გაყალბდა

რუსეთში 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის 12 რეგიონში 1,2 მილიონი ხმა გაყალბდა, იმ შემთხვევაში თუ ამგვარი პროპორცია სხვა რეგიონებშიც არის შენარჩუნებული, მაშინ, შესაძლოა, 17 მილიონამდე ხმა იყოს ჩაყრილი.

შესაბამისი კვლევა გამოცემა “Meduza”-ს დაკვეთით მომზადდა.

2021 წლის სექტემბერში ჩატარებული არჩევნების დროს, საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერები იყო დამონტაჟებული, რომლებთან თავისუფალი წვდომა შეუძლებელი იყო, თუმცა “მედუზამ” 19 რეგიონში 9000-ზე მეტი საუბნო და ტერიტორიული საარჩევნო კომისიების კამერებიდან მილიონზე მეტი საათის კადრები მოიპოვა.

საარჩევნო უბნების მესამედიდან ჩანაწერები ნეიროქსელის გამოყენებით გაანალიზდა. ბევრ მათგანში, ქსელის ცნობით, ფიქსირდება დარღვევები.

“ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ამ 3 505 საარჩევნო უბანზე 3 200 000 ადამიანმა მისცა ხმა. მაგრამ ვიდეოში მხოლოდ ორ მილიონზე ცოტა მეტი ამომრჩეველია დაფიქსირებული”, – წერს გამოცემა.

ნეიროქსელის გამოყენებით შესწავლილია საარჩევნო უბნები კრასნოდარის მხარეში, სანქტ-პეტერბურგში, თათრეთში, კემეროვოს ოლქში, ყაბარდო-ბალყარეთში, ბაშკირეთში, მორდოვიაში, ტივაში, ჩუკოტკისა და იამალო-ნენეცის ავტონომიურ ოლქებში, ბრიანსკისა და სარატოვის ოლქებში.

2021 წლის არჩევნების შემდეგ, დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა, სერგეი შპილკინმა საარჩევნო უბნების ღია მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა, რომ შესაძლებელია, 13,8 მილიონი ხმა ყოფილიყო გაყალბებული.

კრემლი არჩევნების გაყალბებას უარყოფს. რუსეთში 1

1 სექტემბერს სხვადასხვა დონის საყოველთაო არჩევნებია, როდესაც მოხდება, მათ შორის ფედერაციის შემადგენელი ერთეულების 15 ხელმძღვანელის არჩევა (14 პირდაპირი წესით, ასევე 1 პარლამენტში კენჭისყრით), ასევე, რუსეთის შემადგენელ ერთეულებში სახელმწიფო ხელისუფლების 6 საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების არჩევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები