ოკუპანტებმა უკრაინაში 22 ათასზე მეტი სამოქალაქო და 300 სამხედრო ობიექტი დაბომბეს – უკრაინის შსს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ევგენი ენინის მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 22 ათასზე მეტი სამოქალაქო და მხოლოდ 300-მდე სამხედრო ობიექტი დაბომბეს.

ინფორმაციას ქვეყნის შსს პრესსამსახური ავრცელებს.

“ჩვენ ვხედავთ ციფრებს – 22 ათასზე მეტი სამოქალაქო სამიზნეა განადგურებული და მხოლოდ 300-მდე სამხედრო ობიექტი. ჩვენ ვხედავთ, როგორ დაფრინავენ ფრთოსანი რაკეტები პირდაპირ ატომური ელექტროსადგურების თავზე, ჩვენ ვხედავთ მტრის რაკეტების მოხვედრას კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, ქიმიურ საწარმოებზე”, – თქვა ენინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები