“რუსეთი, შანტაჟის სხვადასხვა ფორმით, ვერაფერს მიაღწევს “- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ტერორის ყველა გამოვლინებას, ყველა დაბომბვას უნდა უპასუხოს.

ტრადიციულ ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ყოველთვის იბრძოდა და იბრძვის მშვიდობისთვის და რუსეთის ხელმძღვანელობას, მოლაპარაკების სხვადასხვა ფორმატებში არაერთხელ შესთავაზა ომის დასრულება და უკრაინული მიწის ოკუპაციისგან გათავისუფლება.

მაგრამ, მისი თქმით, რუსეთის ფედერაციას ტერორის სჯერა.

„რუსეთი თავისი პროპაგანდისტული ილუზიების ტყვეობაშია და ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ, თითქოს, რაღაცას მიაღწევს შანტაჟის სხვადასხვა ფორმებით. ვერ შეძლებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ თავი, უნდა ვუპასუხოთ ტერორის ყოველ გამოვლინებას, ყველა დაბომბვას – სასტიკ დაბომბვას, რომელიც ერთი დღეც არ ჩერდება. სამწუხაროდ, დანაკარგები გვაქვს, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ ყველა დონეზე, ყველა ფრონტზე, მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფო, შევინარჩუნოთ ერთიანობა და კიდევ უფრო მეტი ქვეყნები მოვიზიდოთ ჩვენს ომის საწინააღმდეგო კოალიციაში“, – თქვა მან.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა, მით უფრო სუსტი იქნება რუსეთი, რაც იმას ნიშნავს, რომ ომი სულ უფრო ნაკლებ დროს გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები