უკრაინელმა პარტიზანებმა მელიტოპოლთან სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს

უკრაინელი პარტიზანების მიერ მელიტოპოლთან აფეთქებული სარკინიგზო ხიდი ნაწილობრივ არის დანგრეული.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა სოციალურ ქსელში დაწერა.

“გუშინ ჩვენმა პარტიზანებმა ​მელიტოპოლის რაიონში სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს. ხიდი ნაწილობრივ დაინგრა. უკვე ერთი დღეა რაც ჯანკოიდან მელიტოპოლში არცერთი ეშელონი არ ჩასულა”, – დაწერა მან.

არესტოვიჩის თქმით, “რაშისტები” მომხდარის გამო აღშფოთებული არიან. მისივე თქმით, უცნობია, რა დრო დასჭირდებათ ოკუპანტებს ხიდის აღდგენისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები